ჯო, გმადლობთ თქვენი ისტორიული ლიდერობისთვის - კამალა ჰარისი

20.08.24 10:43
ჯო, გმადლობთ თქვენი ისტორიული ლიდერობისთვის - კამალა ჰარისი

"ჯო, გმადლობთ თქვენი ისტორიული ლიდერობისთვის და გმადლობთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებით. ჩვენ სამუდამოდ მადლობელი ვართ თქვენი", - ასე მიმართა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჩიკაგოში, სიტყვით გამოსვლისის შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

ჰარისმა თანაპარტიელებს მოუწოდა, ერთად იბრძოლონ იმ იდეალებისთვის, რომლებიც მათთვის ძვირფასია.

ამასთან, დემოკრატიული პარტიის მაჩვენებლები რიგ შტატებში გაიზარდა. ეროვნული მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვა ჩაატარა CBS NEWS- მა, ამ გამოკითხვის მიხედვით ამომრჩეველთა 51% ამბობს, რომ ის ხმას დაუჭერს კამალა ჰარისს, ხოლო 48% ამბობს, რომ პრეზიდენტად დონალდ  ტრამპს აირჩევდა.

ცნობისთვის, ჰარისი კანდიდატურის ოფიციალურად მიღებასთან დაკავშირებით სიტყვით 22 აგვისტოს გამოვა.