"ეს განცხადება აჩვენებს, რომ "ოცნება" აბსოლუტურად გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა" - სამადაშვილი

20.08.24 11:08
"ეს განცხადება აჩვენებს, რომ "ოცნება" აბსოლუტურად გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა" - სამადაშვილი

12 წლის მმართველობის თავზე, ამ ხალს არაფერი არ აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, გარდა იმისა რომ ჰპირდებიან, თუ ხელისუფლებაში დარჩევიან გაანადგურებენ - ასე ეხმაურება "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, როდესაც ეს არის შენი დანაპირები საზოგადოებისთვის, "ეს აჩვენებს, რომ აბსოლი~უტურად გაკოტრებული პოლიტიკური ძალა ხარ"

12 წლის მმართველობის თავზე, ამ ხალს არაფერი არ აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, გარდა იმისა რომ  ჰპირდებიან, თუ ხელისუფლებაში დარჩევიან გაანადგურებენ, დემოკრატიულ ოპოზიციას და ფაქტობრივად უკვე ოფიციალურად ბელარუსის და რუსეთის რიგებს შეუერთდებიან და ალბათ მომავალში გაწევრიანდებიან ევრაზიულ კავშირში, როგორც გაუქმებული დემოკრატიული სახელმწიფო. როდესაც ეს არის შენი დანაპირები საზოგადოებისთვის, ეს აჩვენებს, რომ აბსოლიტურად გაკოტრებული პოლიტიკური ძალა ხარ და ეს არწმუნებს კიდევ უფრო მეტ ადამიანს, რომ 26 ოქტომბერს უნდა მივიდეს უარი უთხრას რუსულ კორუმპირებულ რეჟიმს თუ სურს ევროპულ საქართველოში, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება.

არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება"

განცხადებაში ასევე წერია, რომ "ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის"