თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენ დინ ფილიფსს შეხვდა

20.08.24 11:44
თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენ დინ ფილიფსს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით 19-22 აგვისტოს აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც კამალა ჰარისის ოფიციალური წარდგენა მოხდება როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი. დემოკრატიული პარტიის კონგრესს აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახსნის.

დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად კონგრესმენ დილ ფილიფსს შეხვდნენ, რომელიც ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, კონგრესმენ დინ ფილიფსთან საუბარი იყო რუსეთის შეკავების მნიშვნელობაზე, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის აღდგენაზე, მეგობარი აქტზე და იქ გაწერილ სიკეთეებზე, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია და დამატებითი დახმარება საქართველოსთვის, ისევე როგორც სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ იმ ანტიდასავლური და ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რაც მან გადადგა. 

კონგრესმენმა დინ ფილიფსმა საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ორ პარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესში. 

როგორც პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, დემოკრატიული პარტიის ლიდერშიფს ძალიან კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები, რათა საქართველომ კვლავ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური კურსით.“