"თუ კამალა გაიმარჯვებს, ჩვენი ქვეყანა განადგურდება" - ჰარისის მომატებული რეიტინგები და ტრამპის იერიში
შტატებში, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება, რაც დონალდ ტრამპს დიდ თავისტკივისლ უქმნის.
ტრამპი კამალა ჰარისს ეკონომიკის დამღუპველს და ქვეყნის დამანგრეველს უწოდებს და ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა განადგურდება.
,,ძალიან მარტივად, კამალა ჰარისი არის, ეკონომიკის დამღუპველი და ქვეყნის დამანგრეველი. ჩვენი ქვეყანა განადგურდება თუ ის გაიმარჯვეს. მისმა რადიკალურმა ლიბერალურმა დღის წესრიგმა დაანგრია სან-ფრანცისკო, გაანადგურა კალიფორნია, როდესაც გენერალური პროკურორი იყო, გაანადგურა საშუალო კლასი, ჩვენი საზღვრები და გამოიწვია ქაოსი", - განაცხადა ტრამპმა
დემოკრატიული პარტიის მაჩვენებლები რიგ შტატებში გაიზარდა. ეროვნული მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვა ჩაატარა CBS NEWS- მა, ამ გამოკითხვის მიხედვით ამომრჩეველთა 51% ამბობს, რომ ის ხმას დაუჭერს კამალა ჰარისს, ხოლო 48% ამბობს, რომ პრეზიდენტად დონალდ ტრამპს აირჩევდა.