ივანიშვილმა აჭარაში შემოგვთავაზა თავისი ორი „დელეცი“ ანზორ ბოლქვაძე და გია ჭყონია, რომლებმაც მილიონობით ლარი იშოვეს სახელმწიფოს ხარჯზე - რეზო ხარაზის და ბონდო თედორაძის ბრიფინგი

20.08.24 12:23
ივანიშვილმა აჭარაში შემოგვთავაზა თავისი ორი „დელეცი“ ანზორ ბოლქვაძე და გია ჭყონია,  რომლებმაც მილიონობით ლარი იშოვეს სახელმწიფოს ხარჯზე - რეზო ხარაზის და ბონდო თედორაძის ბრიფინგი

ივანიშვილმა მაჟორიტარების ნაცვლად შემოგვთავაზა დელეგატების, მის ენაზე „დელეცების“ სისტემა. აჭარაში შემოგვთავაზა თავისი ორი „დელეცი“ ანზორ ბოლქვაძე და გია ჭყონია,  რომლებმაც მილიონობით ლარი იშოვეს სახელმწიფოს ხარჯზე, მაშინ როდესაც სოციალურად დაუცველთა რიცხვი აჭარაში 147 000 აჭარბებს.“ – ამის შესახებ აჭარის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, რეზო ხარაზმა და ბონდო თედორაძემ ბრიფინგზე განაცხადეს.

“როცა საზოგადოებამ წარსულს ჩააბარა ე.წ. მაჟორიტარული სისტემა, როცა ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ევროპული სახელმწიფოსკენ გადაგვედგა ნაბიჯები, ივანიშვილი მაინც ებღაუჭება მაჟორიტარებს და ახლა უკვე მაჟორიტარების ნაცვლად შემოგვთავაზა ე.წ. დელეგატების, მის ენაზე რომ ვთქვათ “დელეცების” სისტემა. ივანიშვილმა აჭარაში თავისი ორი მნიშვნელოვანი “დელეცი” შემოგვთავაზა, ეს არის ანზორ ბოლქვაძე და გია ჭყონია. საზოგადოებამ კარგად იცის და აჭარაში მაცხოვრებელმა თითოეულმა ადამიანმა, რომ დღეს 147 000 სოციალურად დაუცველ ბაზაში მყოფი ადამიანი ცხოვრობს აჭარაში და სიღარიბეს ებრძვის. აქედან 25 000 ბავშვი იღებს სოციალურ შემწეობას, როცა ამ ადამიანებმა მილიონობით ლარი იშოვეს სახელმწიფოს ხარჯზე. პირადად ანზორ ბოლქვაძე ჩართულია ბიზნეს სფეროში და მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თავისი კომფორტი მოიწყოს და ყველა მისი ნათესავი, ახლობელო დასაქმებულია. ეს არია ბიძინა ივანიშვილის “დელეცი”, ამიტომ 26 ოქტომბერს მნიშვნელოვანია მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სწორ გადაწყვეტილებაში საზოგადოებას შევუწყოთ ხელი.” - განაცხადა რეზო ხარაზმა

თქვენ იცით, რომ მაჟორიტარული სისტემა აღარ არსებობს თუმცა ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ბილბორდებზე ვიღაცები გააკრან, რომლებიც მერე როგორც მაჟორიტარები ისე იმუშავებენ მოპარული მილიონებით დაასახელა ე.წ დელეგატები, რომლებსაც ჩვენ კარგი სახელით ,,დელეც-გატები” ვუწოდეთ, ამიტომ გია ჭყონია და ანზორ ბოლქვაძე არიან ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფო ტენდერები მილიონობით ლარი მოიპოვეს და გამდიდრდნენ, მათ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე არავინ აქცენტს არ აკეთებს, მთავარია, რომ ამ ადამიანებს ჯიბეში აქვთ მილიონობით ლარი, რომელიც ახლა უნდა დახარჯონ ამომრჩევლების მოსყიდვაში და ამით უნდა იყიდონ საპარლამენტო სიაში ადგილი და ამის შემდეგ მრავალი წლის მანძილზე ისევ ხალხი უნდა გაამწარონ, რომ საკუთარი მილიონები შეინარჩუნონ, მოკლედ კატასტროფასთან გვაქვს საქმე.“ - განაცხადა ბონდო თედორაძემ