ევროპაა ის ადგილი, სადაც ყველაზე გრძელვადიანი მშვიდობა სუფევს, ხოლო ომი და ტერორიზმი იმ ქვეყნებისა, რომლებიც ,,ოცნების” პარტნიორები არიან - გალდავა
სწორედ ევროპაა ის ადგილი, სადაც ყველაზე გრძელვადიანი მშვიდობა სუფევს, ხოლო ომი და ტერორიზმია იმ ქვეყნების, რომლებიც ,,ქართული ოცნების” პარტნიორები არიან, სამწუხაროდ! - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული დღევანდელი განცხადების პასუხად "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა განაცხადა.
გალდავას თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად არის რეფერენდუმი, სადაც ქართველი ხალხი საბოლოოდ აირჩევს მშვიდობას.
,,ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული დღევანდელი განცხადების პასუხად!
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად არის რეფერენდუმი, სადაც ქართველი ხალხი საბოლოოდ აირჩევს მშვიდობას, რაც არის ევროკავშირი და ევროპული არჩევანი კი ეროვნული არჩევანია. ევროპული ფასეულობების დაცვა ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას და სწორედ ევროპაა ის ადგილი, სადაც ყველაზე გრძელვადიანი მშვიდობა სუფევს, ხოლო ომი და ტერორიზმია იქ და იმ ქვეყნების, თუ რეჟიმების ინსპირირებით, რომლებიც ,,ქართული ოცნების” პარტნიორები არიან, სამწუხაროდ! ევროკავშირში, ყველა სახელმწიფოს, დიდსა თუ პატარას, საკუთარი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, იდენტობა და უსაფრთხოება დაცული აქვთ. რაც შეეხება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამ პროცესს სჭირდება ძლიერი პარტნიორები და ძლიერი მოკავშირეები, რომლებიც, პირველ რიგში, არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და რომლებთან ურთიერთობაც ,,ქართულ ოცნებას” პრაქტიკულად გაწყვეტილი აქვს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით მომუშავე ხალხი კი, პირველ რიგში, უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის პატრიოტები, ეროვნული ინტერესების დამცველები, პროფესიონალები და არა ოკუპანტი ქვეყნის მიმართ კაპიტულანტური დამოკიდებულების მქონე, ან უშუალოდ მათი გავლენის აგენტები", - ამბობს ლანა გალდავა.
არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება"
განცხადებაში ასევე წერია, რომ "ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის"