"ოცნების" დეპუტატი ოპოზიციური პარტიების ნაწილს აგენტურ დაჯგუფებად აცხადებს
ივანიშვილის გუნდი ოპოზიციური პარტიების ნაწილს აგენტურ დაჯგუფებად აცხადებს - "ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, ახლა უკვე მთელი გუნდი ოპოზიციის გასამართლებით იმუქრება.
ლევან მაჭავარიანის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ უფრო დიდ ლეგიტიმაციას მიანიჭებს, იმისთვის, რომ სამართლებრივი პროცესი აწარმოონ და "გარედან წნეხი შემცირდეს"
,,რა ჯობია ისეთ ქვეყანას, როდესაც გყავს ჯანსაღი არა გარედან მართული, არა აგენტი ოპოზიცია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ როდესაც გვექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ გარე ძალების მხრიდან, უკვე უფრო შენელდება ის წნეხი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენთან მოდიოდა. როდესაც ჩვენ ვიქნებით, გამყარებულები საკონსტიტუციო უმრავლესობით, ვერავინ ვეღარ ჩაერევა და ვერავინ ვეღარ გამოესარჩლება ''ნაციონალურ მოძრაობას'' და ზუსტად მაგიტომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ზუსტად ეგ" - განაცხდა ლევან მაჭავარიანმა.
არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება"
განცხადებაში ასევე წერია, რომ "ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის"