"ქართულ ოცნებას" ტყუილში ირმა ინაშვილიც ამხელს

20.08.24 12:54
"ქართულ ოცნებას" ტყუილში  ირმა ინაშვილიც ამხელს

"ვისაც ამ დიდი ტყუილის გჯერათ, რა გითხრათ" - ქართულ ოცნებას ტყუილში ირმა ინაშვილიც ამხელს.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი სოცქსელში "ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მთელი 12 წელი ჰქონდა "ქართულ ოცნებას", რომ გაესამართლებინა ნაციონალური მოძრაობა.

მთელი 12 წელი ჰქონდა "ქართულ ოცნებას", რომ გაესამართლებინა ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ 12 წლის მანძილზე გასამართლება კი არა, ერთად მღეროდნენ "ჟუჟუნა წვიმა"-ს, მთავარ ოპოზიციურ ძალად აცხადებდნენ და მიზანმიმართულად უქმნიდნენ გაძლიერების პირობებს!ახლა, 2024 წლის არჩევნების წინ გვესმის, რომ თურმე, "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მაშინ არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს ნაცმოძრაობასა და მის განშტოებებს ანუ ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები ჯერ პარლამენტში შევლენ, საპარლამენტო პარტიებისა და დეპუტატების სტატუსს შეიძენენ და მერე გაასამართლებენ (?!). ადრე დასავლეთი გვაწვებოდა,- ნაცმოძრაობა არ გაასამართლოთო და ახლა აღარ ვემორჩილებით დასავლეთის აზრსო. ვისაც ამ დიდი ტყუილის გჯერათ, რა გითხრათ... ყოჩაღ, თქვენ!"- წერ ირმა ინაშვილი.

არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება"

განცხადებაში ასევე წერია, რომ "ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის"