მოღალატეობრივ რეჟიმს სამართლებრივად უნდა გამოვუტანოთ განაჩენი - გორდულაძე

20.08.24 13:10
მოღალატეობრივ რეჟიმს სამართლებრივად უნდა გამოვუტანოთ განაჩენი - გორდულაძე

"ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, ახლა უკვე მთელი გუნდი ოპოზიციის გასამართლებით იმუქრება.

"ქართული ოცნების" წევრი, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს და  ირწმუნება, რომ ნაციონალური მოძღაობის გაქრობის შემდეგ, აახალი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები აღმოცენდება პოლიტიკურ სივრცელში. 

,,როდესაც ''ნაციონალური მოძრაობა'', როგორც ასეთი მოღალატეობრივი პარტია არ იარსებებს, შესაბამისად გაჩნდება სივრცე იმისა, რომ ნამდვილად დემოკრატიული პარტიები წარმოშვას ქვეყანაში და ერთმანეთსვე ჩვენ ''ქართულმა ოცნებამ'' და ამ დემოკრატიულმა პარტიებმა, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ერთმანეთსვე ვეკამათოთ, მაგალითად როგორი როგორმა უნდა განახორციელოთ ჯანდაცვაში, სოციალურ საკითხებში. როგორ შევძლოთ განათლების სისტემის რეფორმირება, როგორ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა უფრო წინ. ცალსახად ვთქვათ, რომ არსებობდნენ გარკვეული ძალები, რომლებიც პირდაპირაა მნიშვნელობით მოგვიწოდებდნენ, რომ ხელი არ გვეხლო მოღალატე ნაციონალურ მოძრაობისთვის. გვაქვს ჩვენ, მყარი შესაძლებლობა იმისი, რომ მოღალატეობრივ რეჟიმს, რომელსაც კოლექტიური ნაც მოძრაობა ჰქვია სამართლებრივადაც გამოვუტანოთ განაჩენი", - განაცხადა არჩილს გორდულაძემ. 

არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება"

განცხადებაში ასევე წერია, რომ "ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის"