თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, სენატორ კრის მერფს შეხვდა

20.08.24 13:12
თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, სენატორ კრის მერფს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით 19-22 აგვისტოს აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც კამალა ჰარისის ოფიციალური წარდგენა მოხდება როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.
დემოკრატიული პარტიის კონგრესს აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახსნის.

დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად სენატორ კრის მერფს შეხვდა, რომელიც ძალიან გავლენიანი სენატორია და არის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. 

როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, დემოკრატიული პარტიის ლიდერშიფს ძალიან კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის, ქართველი ხალხისათვის და საქართველო-ამერიკის ურთიერთობისათვის, რომელიც აუცილებლად სხვა ხარისხში გადავა მას შემდეგ, რაც არჩევნების შემდეგ საქართველოს ეყოლება პროდასავლური, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება.

პარტიის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ სენატორ კრის მერფთან საუბარი იყო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკული მაღალი დონის დელეგაციები საქართველოში, ისევე როგორც სენატის მხრიდან ივანიშვილის და მის გარემოცვაზე სანქციების დაწესება.“