"იოცნებოს", - მანჯგალაძე "ოცნების" განცხადებაზე
"იოცნებოს", - ასე ეხმაურება "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას.
მანჯგაკლაძის თქმით, ქართველმა ხალხმა "ოცნებას" განაჩენი უკვე გამოუტანა.
"იოცნებოს, ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი გამოუტანა. გაუქმდება ''ქართული ოცნება'', მე ვიძახი რომ პირობითად ისინი არ იქნებიან ხელისუფლებაში და საქართველოსვე გააგრძელებს განვითარებას და სვლას ევროპისკენ. ბუნებრივია, როცა დადიხარ ჰეზბოლასთან, ჰამასთან ერთად , დადიხარ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ერთად, იარონ ლიდერთან ერთად ბუნებრივის, ხარი ხართან, რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო, ამუშავდა ეს ანდაზა. იქ არც პარტიებია, არც დემოკრატიაა, არც განვითარება. არის სიღარიბე", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება"
განცხადებაში ასევე წერია, რომ "ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის"