ცისკარიშვილი: 26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც რადგან ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას

20.08.24 13:27
ცისკარიშვილი: 26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც რადგან ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას

"26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც რადგან ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას", - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა კიკვიძის პარკში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, თბილისი 26 ოქტომბერს ისტორიულ არჩევანს აკეთებს მთელ საქართველოსთან ერთად.

"როგორც მთელი საქართველო, რა თქმა უნდა, თბილისიც აკეთებს ისტორიულ არჩევანს 26 ოქტომბერს და ეს არის არჩევანი, ერთის მხრივ, სიღარიბესა და იზოლაციას და მეორე მხრივ, ევროპულ და განვითარებად სახელმწიფოს შორის. გვინდა თუ არა ჩვენ, რომ ქვეყანაში ხალხი, პირიქით, ბრუნდებოდეს, ინვესტიციები შემოდიოდეს, იქმნებოდეს მაღალანაზღაურებადი, მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილები თუ პირიქით, როგორც დღეს არის - ქვეყანა იცლებოდეს. აი ასეთი, მართლაც ისტორიული არჩევანია 26 ოქტომბერს, რომელსაც ხშირად, მათ შორის "ქართული ოცნებაც" რეფერენდუმს უწოდებს და მართლაც ასეა, რადგან ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, სოფო ჯაფარიძესთან ერთად თბილისში, კიკვიძის პარკში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.