"როგორ შეიძლება ქართულ ჯარს რუსული ზეთი აკადრო? ეს ამაზრზენი, შეურაცხმყოფელია" - ელისაშვილის და სამუშიას ბრიფინგი

20.08.24 14:07
"როგორ შეიძლება ქართულ ჯარს რუსული ზეთი აკადრო? ეს ამაზრზენი, შეურაცხმყოფელია" - ელისაშვილის და სამუშიას ბრიფინგი

თავისუფლების ინსტიტუტის სკანდალურ გამოძიება - რუსული ზეთით ქართული ჯარის მომარაგებას ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილისთვის წარმოუდგენელია, როდესაც 30 წელის ჩვენი არმია რუსეთის არმიას უპირისპირდება და როგორ შეიძლება ეს ქართულ ჯარს აკადრო. 

ახლა ზეთი იყიდეს, ხვალ რუსულ იარაღს იყიდიან, მერე რუსულ ფორმას ჩააცმევენ, მერე რუსულ ოფიცრებს მოიყვანენ და დაუქვემდებარებენ ჩვენ თავდაცვის ძალებს რუსულ არმიას- ამბობს ელისაშვილი. 

,, ამბავი და ინფორმაცია, რომელიც დღეს გახდა ცნობილი არის ძალიან შეურაცხმყოფელი თითოეული ნორმალური ქართველისთვის და ქართული არმიისთვის, საქართველოს შეიარაღებული  ძალებისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ყველამ, დღეს გავიგეთ, რომ ჩვენი თავდაცვის სამინისტრო რუსულ ზეთს ყიდულობს და რუსული ზეთით ამარაგებს, რუსულ ზეტს იყენებს ქართველი მეომრების გამოსაკვებად. ეს არის გამაოგნებელი ამბავი, ეს არის შეურაცხმყოფელი თითოეული ქართველი მეომრის, თითოეული რიგითი სერჟანტის, ოფიცრის. 30 წელის ჩვენი არმია უპირისპირდება რუსეთის არმიას, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, შესაბამისად ასეთი რამ, როგორ შეიძლება აკადრო ქართულ ჯარს. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც აგრძელებს მიზანმიმართულად ''ქართული ოცნება''. ახლა ზეთი იყიდეს, ხვალ რუსულ იარაღს იყიდიან, მერე რუსულ ფორმას ჩააცმევენ, მერე რუსულ ოფიცრებს მოიყვანენ და დაუქვემდებარებენ ჩვენ თავდაცვის ძალებს რუსულ არმიას. ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, გვაგუებენ ყველას, რომ მიგვათრევენ რუსეთში და ამათ შორის აი ამ ფორმით. ერთის მხრი შეურაცხყოფას აყენებენ, რუსულ არმიას და მეორეს მხრივ ეუბნებიან, რომ რუსული არმიაც უნდათ და უნდა შევეგუოთ რუსეთის შესვლას და რუსეთის დაქვემდებარებას. შესაბამისად, ეს ამაზრზენი რეალობა, რომელსაც გვახვევს ''ქართული ოცნება''უნდა შევცვალოთ და ყველა  ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი არმიის ღირსების დასაცავად და ქვეყნის დასაბრუნებლად და ჩვენი ქვეყნის ღირსების დასაბრუნებლად. ეს შეურაცხმყოფელი რეალობა უნდა შევცვალოთ 26 ოქტომბრის საღამოს  - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ლევან სამუშია კი ფაქტს ამაზრზენს და ამორალურს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერთან ერთად ეს სამართლებრივად და უსაფრთხოების კუთხითაც მიუღებელია.

,, ეს არის ყოვლად მიუღებელი, ამაზრზენი ფაქტი. საქართველოს სჭირდება დაცვის აქტი, საქართველოს დაცვის აქტი რუსეთისაგან და დაცვის აქტი რუსული ხელისუფლებისგან. 26 ოქტომბრის, როდესაც დადგება გამარჯვების დღე სრულიად საქართველოსვე აუცილებლად მივიღებთ. ეს  არის ამორალური გადაწყვეტილება, მორალისგან დაცლილი ხელისუფლების მხრიდან. ამორალურია, თავისი ქმედებით, როდესაც ოკუპანტი ქვეყნისგან ყიდულობ პროდუქტებს და შემდგომ ჩვენი ქვეყნის გამოსაკვებად იყენებ. ასევე სამართლებრივად და უსაფრთხოების კუთხითაც  მიუღებელია ყოველმხრივაა. ვის წარმოუდგენია, ოკუპანტი ქვეყნის პროდუქტს, ოკუპანტ ქვეყანაში ნაწარმოებ პროდუქტს, შეიქენ ქვეყნის გმირებს, დამცველებს აძლევდე კვებისათვის. ეს არის პირველ რიგში რუსული ხელისუფლების ნათელი გამოსახულება, რომ  აქვთ სწორება რუსეთზე და არც მალავენ და უკვე ღიად ვხედავთ, რომ საქართველოს დამცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს კვებავენ რუსული საკვებით. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრისთვის აუცილებელია 26 ოქტომბერს ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი ყველანი არჩევნებზე", - აცხადებს სამუშია.