პაატა მანჯგალაძე: ნუ უსმენთ ქოც პროპაგანდისტებს, მათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, გაიხანგრძლივონ ხალხის ძარცვის უფლება

20.08.24 14:14
პაატა მანჯგალაძე: ნუ უსმენთ ქოც პროპაგანდისტებს, მათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, გაიხანგრძლივონ ხალხის ძარცვის უფლება

ნუ უსმენთ ქოც პროპაგანდისტებს, მათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, გაიხანგრძლივონ ხალხის ძარცვის უფლება - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, "სინამდვილეში ეს არჩევნები იმაზეა, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება".

“ნუ უსმენთ ქოც პროპაგანდისტებს, მათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, გაიხანძლივონ ხალხის ძარცვის უფლება. 

 სინამდვილეში ეს არჩევნები იმაზეა, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, იზოლირებულსა და გაღატაკებულში, რასაც ქოცები გვთავაზობენ თუ ევროპულსა და განვითარებულში, რომელიც ერთიანობით შეგვიძლია ავაშენოთ?! 

 გვინდა, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაცარიელდეს, თუ გვინდა, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ და გავაერთიანოთ საქართველო?!  

არჩევანი მარტივია, ერთიანობა, ევროპა, ინვესტიცია და დასაქმება” - ამბობს პაატა მანჯგალაძე