საარჩევნო ტექნოლოგიების სკანდალი - რა პასუხი აქვთ ცესკოში?

20.08.24 14:28
საარჩევნო ტექნოლოგიების სკანდალი - რა პასუხი აქვთ ცესკოში?

 

ცესკოს, სკანდალში გახვეულ ტექნოლოგიურ კომპანიასთან კითხვები არ აქვს -  ასე პასუხობს ცენტრალური საარჩევნო კომისია "სმარტმატიკის" შესახებ გავრცელებულ სკანდალურ ცნობებს.

ეს არის კონკრეტული ქვეყნის და კონკრეტული პერსონალების შორის დავა - ეუბნება "პირველებს ცესკოს კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

იოსელიანი ირწმუნება, რომ რისკი იმას, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები ვერ იმუშავებს ან არ იმუშავებს, არ არის.

,კონკრეტულ პერსონალებს, ბრალდებულ პირებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არანაირი ფორმალური თუ  იურიდიული შემხებლობა არ აქვს ერთმანეთთან. ეს არის კონკრეტული ქვეყნის და კონკრეტული პერსონალების შორის დავა. დავა არ არის დასრულებული, როგორც იცით მაგრამ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დავა არის მთავარი ის, რომ ეს დავა არ ეხება ელექტრონულ ტექნოლოგიებს და მათ მუშაობას. შესაბამისად, რისკი იმას, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები ვერ იმუშავებს ან არ იმუშავებს არ არის. ელექტრონული ტექნოლოგიები, მუშაობს გამართულად, ყველა ეტაპზე არის გადამოწმების შესაძლებლობა ქაღალდის კვალის მეშვეობით და შესაბამისად არანაირი პრობლემა  ელექტრონულ ტექნოლოგიას არ შეიძლება ჰქონდეს", - ამბობს ნათია იოსელიანი.

კომპანია, რომლის დახმარებითად, ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნები ელექტრონული წესით უნდა ჩატარდეს, დიდ სკანდალშია გახვეული. ირკვევა, რომ ფილიპინებში ჩატარებული არჩევნების გამო, სმარტმატიკის წარმომადგენლებს ქრთამის აღებასა დ ფულის გათეთრებას ამერიკაში ედავებიან.