"ოპონენტები შეერთებებით და სერიალებით ოპოზიციურ ველს აბინძურებენ" - კირცხალია
"ოპოზიციაში შეერთებებით და სერიალებით ოპოზიციურ ველს აბინძურებენ" - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის უმაღლესი ლეგიტიმაცია, რომელიც მმართველ გუნდს გაუმაგრებს ზურგს, რომ "საზოგადოებას თვალი აუხილოს" .
,,პასუხი არის ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის უმაღლესი ლეგიტიმაცია ჩვენი საზოგადოების მხრიდან და სწორედ ეს უმაღლესი ლეგიტიმაცია და სწორედ საკონსტიტუციო ლეგიტიმაცია ჩვენ უფრო გაგვიმაგრებს და მათ პატრონებსაც აუხელს თვალს და მათაც აუხელს და საზოგადოებასაც, რომ რეალურად სად დგას და სად არის საზოგადოების მოთხოვნა. სამწუხაროდ ოპოზიციაში, კოლექტიური ნაცმოძრაობა პირდაპირ ვიძახი თავიანთი დესტრუქციული ქმედებებით, თავის დაშლებით, შემდეგ შეერთებებით და სერიალებით აბინძურებენ ოპოზიციურ ველს".- ამბობს ირაკლი კირცხალია.
არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება"
განცხადებაში ასევე წერია, რომ "ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის"