დეკანოიძე: ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე მაღლა, რადგან ქვეყანა უმძიმესი საფრთხის ქვეშაა

20.08.24 15:36
დეკანოიძე: ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე მაღლა, რადგან ქვეყანა უმძიმესი საფრთხის ქვეშაა

„ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე მაღლა, რადგან ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ.  ახლა მთავარი ფოკუსი უნდა იყოს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა “ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, კონსულტაციები "ერთიანობაში" დაბრუნებაზე პირველ რიგში იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობა ნაყოფიასთან და შემდეგ გუნდის სხვა წევრებთან. 

„პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ კვლავ ვხდებით, რადგან მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მე ძალიან მიხარია, რომ ამ ფონზე, ამ პლატფორმიდან გამოვაცხადეთ და დიდი მადლობა კობას. რა თქმა უნდა, კონსულტაციები პირველ რიგში იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობასთან, ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ბევრი გზა მაქვს გამოვლილი ამ ადამიანებთან ერთად, ბევრი გამარჯვება და ყველას მინდა შევახსენო ქუთაისი გამარჯვება. მე კიდევ გეტყვით ერთ ჩემს ძალიან მნიშვნელოვან მოსაზრებას, ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ მაშინ ისინი გააუქმებენ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე მაღლა და ჩემი მხრიდანაც იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც ბრძოლა მე რამდენიმე წლის წინ დავიწყე, არის ძალიან ბუნებრივი და არაფერი აქ განსაკუთრებული არ არის. 

კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი - თქვენ შეიძლება იფიქროთ რა რის ჩვენი ყველას ფუნქცია, მე ვხედავ ჩემს ფუნქციას პირველ რიგში ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვხედავ ჩემს ფუნქციას იმაში, რომ ყველა იყოს ერთიანი, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს. მე მინდა კობას და ჩემს მეგობრებს დიდი მადლობა ვუთხრა და თინა არ იმყოფება ახლა აქ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მე თინას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და მას აქვს ჩემი მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ბრძოლისთვის თითოეული ჩვენგანი არის მზად. ჩემთვის პირადი კეთილდღეობა არ ნიშნავს არაფერს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26 ოქტომბერს, ამიტომ ნებისმიერი ეგოცენტრულობა არის ახლა მეორეხარისხოვანი და ნებისმიერი პირადი კინკლაობა. 

დღეს მე დავასრულებ ამით, ვიცი რომ თქვენ მიმდინარე თმებზე გაქვთ ძალიან ბევრი კითხვა. ეს კითხვები, რა თქმა უნდა, იქნება მე და თქვენი კომუნიკაციის მთავარი ფაქტორი, მაგრამ მთავარი ყველა რაზეც უნდა ვიყოთ ორიენტირებულები და ეს თქვა კობამ, მიხეილ სააკაშვილმა, ჩემმა მეგობრებმა, ყველა იმ ადამიანმა, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა პარტიაშია, მაგრამ ამ ბრძოლის ველზეა, რომ მთავარი ფოკუსი ახლა არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა.“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ხატია დეკანოიძე დაბრუნდა - ოპოზიციონერი "ერთიანობაში" მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.