პროცესი ცესკოს წინააღმდეგ - მოსამართლემ "ძლიერი საქართველო"-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა
პროცესი ცესკოს წინააღმდეგ - მოსამართლე ნინო აფციაურმა "ძლიერი საქართველო"-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილების გასაჩივრება 2 დღის ვადაშია შესაძლებელი.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის და ცესკოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, მათთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღევანდელი ქართული მართლმსაჯულება, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიც არის ცესკო ემსახურება ‘’ქართული ოცნების’’ ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ რა ცვლილებს და წინაღობებს ამზადებს ხელისუფლება არჩევნების გზაზე, ბოლო 2 თვის განმავლობაში ქართველი ხალხის გაცნობიერებული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია“,- განაცხადა სიორიძემ.
"ძლიერი საქართველო" ცესკოს ახალ სადავო დადგენილებასა ასაჩივრებდა, რომელიც მათი თქმით, წინასაარჩევნოდ მანიპულაციების რისკევს აჩენს. საუბარია ცვლილებებზე საუბნო კომისიაში წევრებს შორის წილისყრის, ანუ მოვალეობების გადანაწილების შესახებ
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნებზე კომისიის წევრებს ფუნქციებს არა არჩვენების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე გაუნაწილებს.
არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი, ან რეგისტრატორი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ახალი გადაწყვეტილებით "ოცნებამ" საარჩევნო პროცესი გააკონტროლოს.