“საერთაშორისო თანამეგობრობა იაზრებს, რომ რუსული კანონი მოქმედებაშია“, - ჩიქოვანი Human Rights Watch-ის ანგარიშზე

20.08.24 17:16
“საერთაშორისო თანამეგობრობა იაზრებს, რომ რუსული კანონი მოქმედებაშია“, - ჩიქოვანი Human Rights Watch-ის ანგარიშზე

“საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე იაზრებს, რომ რუსული კანონი მოქმედებაშია და გვაფრთხილებს“, - ასე აფასებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი Human Rights Watch-ის სკანდალურ სტატიას.

ჩიქოვანი მიიჩნევს, ამ საქმეების გამოძიება “ქართული ოცნების“ ინტერესებში არ არის.

ჩემზე თავდასხმა მოხდა 8 მაისს, გასულია უკვე სამი თვე. გამოძიება დაიწყო ძალიან გვიან, დაახლოებით ინციდენტიდან რვა დღეში და თვე ნახევარი დასჭირდათ, რომ დაზარებულად ვეცნე და იმის შემდეგ არანაირი გამოხმაურება,  არც საქმის მასალები გადაუციათ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ როდესაც სახელმწიფოს ჭირდება, გამოძიებები იხსნება მყისიერად, რამდენიმე საათში, ყველა თავისი კამერის ჩანაწერებით და შემდგომი გადაადგილებებით, როდესაც ინციდენტის დროს უამრავი კამერა იყო გარშემო და ძალიან სწრაფად შეეძლოთ იდენტიფიცირება თავდასხმებისაც და მათი გადაადგილების ტრაექტორიაც. “Human Rights Watch-ის სტატიას გავეცანი და მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე იაზრებს, რომ რუსული კანონი მოქმედებაშია და გვაფრთხილებს, რომ 26 ოქტომბერს თუ არ მოხდა ცვლილებები, „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ უფრო მძლავრ და სასტიკ ზომებზე გადავა, რომ ოპოზიციის და თავისუფალი ხალხის ნება შეზღუდოს.

არცერთი გამოძიება არ არის წინ წასული, არც ჩემი, არც სხვებზე, არც აქციების დროს, არც აგრე თავდასხმების დროს და ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ საქმეების გამოძიება არ არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესებში“,- განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.

ე.წ. ტიტუშეკების მიერ სამოქალაქო აქტივისტების დაბრბევაზე, ცემასა და თავდასხმაზე რამდენიმე საათის წინ Human Rights Watch-მა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის პირველივე აბზაცში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც არ უჩვენებია, რომ ისინი ეფექტიანად იძიებენ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე.

ანგარიშში ექვსი საქმეა გაანალიზებული. მთავარი და საერთო პრობლემა კვლავაც ისაა, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ეს საქმეები.