‘’ძლიერი საქართველოს’’ ლიდერები ბაკურიანში ახალგაზრდებთან შეხვედრას მართავენ
კოალიცია ‘’ძლიერი საქართველოს’’ ლიდერები ბაკურიანში ახალგაზრდებთან შეხვედრას მართავენ. საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს, პოლიტიკური ერთიანობის ლიდერები საარჩვენო პროგრამასაც აცნობენ და უხსნიან, რატომ არის საჭიროო ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ლევან სამუშიას თქმით, მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდებთან შეხვედრა და მათი ხედვების გაზიარება.
მნიშვნელოვანი იყო მათი ხედვა და ხედვები ქვეყნის განვითარებაზე. ის კითხვები, რაც მათ აინტერესებთ. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა, სასამართლო სისტემა, სამართლიანობის თემა. ეს ყველაფერი გვიჩენს იმედს, რომ საქართველოს მომავალი საიმედო ხელშია'', - განაცხადა ლევან სამუშიამ.
ალეკო ელისაშვილის თქმით კი, მთავრი გზავნილი ახალგაზრდებისთვის იყო, რომ პოლიტიკა არის კეთილშობილური სფერო და არა ბინძური.
ძალიან კმაყოფილი ვარ მათი აზროვნებით, მათი კითხვებით და იმ საუბრით, რაც ჩვენ შორის შედგა. მთავრი გზავნილი არის ის, რომ თუ რაღაც არ მოგწონს ამ ქვეყნაში ჩვენ თვითონ, უნდა შევცვალოთ და პოლიტიკა არის კეთილშობილური სფერო და არა ბინძური'', - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.