“ესეთ უსამართლო და მოძალადე ქვეყანაში ვცხოვრობთ“ - ელისაშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშზე

20.08.24 18:03
“ესეთ უსამართლო და მოძალადე ქვეყანაში ვცხოვრობთ“ - ელისაშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშზე

“ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს გამოძიებასთან კითხვები აქვს და აინტერესებს, რატომ არ არის არცერთი თავდამსხმელი იდენტიფიცირებული, როცა კადრებში მათი სახე კარგად ჩანს.

ელისაშვილს მიაჩნია, რომ “ოცნება“ გაცლებით უფრო დიდი მოძალადეა, ვიდრე მისი წინამორბედი იყო.“

 

20 პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა, სახეზე ჩანს, კადრებში ჩანს და არცერთი მათგანი არათუ დაკავებული, არათუ ბრალწარდგენილი, არამედ იდენტიფიცირებულიც კი არ არის და იქით, მე წამიყენეს ბრალი და ხულგნობის გამო დამაჯარიმეს. 

ესეთ უსამართლო, მოძალადე ქვეყანაში ვცხოვრობთ და “ოცნება“ გაცილებით უფრო მოძალადე გახდა უკვე, ვიდრე მისი წინამორბედები“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ე.წ. ტიტუშეკების მიერ სამოქალაქო აქტივისტების დაბრბევაზე, ცემასა და თავდასხმაზე რამდენიმე საათის წინ Human Rights Watch-მა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის პირველივე აბზაცში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც არ უჩვენებია, რომ ისინი ეფექტიანად იძიებენ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე.

ანგარიშში ექვსი საქმეა გაანალიზებული. მთავარი და საერთო პრობლემა კვლავაც ისაა, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ეს საქმეები.