ქვეყანაში დიქტატურა დაანონსებულია - ვინ არის დაანონსებული შურისძიების სამიზნე?
ქვეყანაში დიქტატურა დაანონსებულია. თუ “ქართული ოცნება“ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, აკრძალავს ყველა პარტიას, რომელიც არ მოსწონს. ანუ უფრო მარტივად, ოლიგარქის რეჟიმი ხალხს გადამწყვეტი არჩევნების წინ პირდება, რომ იქნება მხოლოდ თვითონ, პოლიტიკურ ველს კი პრო დასავლური ძალებისგან მოასუფთავებს. უკვე გაცხადებულია, ვინ არის დაანონსებული შურისძიების სამიზნე
მმართველობის 12 წლისთავზე ოლიგარქის რეჟიმს ხალხისთვის სათქმელი სხვა არაფერი აქვს. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს არჩევნების წინ “ქართული ოცნება“ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ შურისძიებას პირდება. და ეს არის ერთადერთი წინასაარჩევნო დაპირება,რომელიც არჩევნებამდე მოვისმინეთ. ოცნებას სურს, საქართველოში ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ამას რუსეთში პუტინი და ბელორუსში ლუკაშენკო აკეთებს. ამ პოლიტიკური ანგარიშსწორების განხორციელებაში კი დახმარებას ხალხს სთხოვს,რომელსაც არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
რა დგას რეალურად ოცნების მიერ დაანონსებული პოლიტიკური მუქარის უკან?.
რუსუდან დუმბაძეა პირდაპირ ეთერში
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.