პრემიერის შურისძიება პრეზიდენტზე - რას უკავშირდება მასირებული შეტევა სალომე ზურაბიშვილზე?
არც ერთი დღე პრეზიდენტზე იერიშის გარეშე. თავდასხმის მიზეზი დღეს სახელმწიფო გერბი გახდა. ამჯერად, სალომე ზურაბიშვილს ეროვნული სიმბოლიკის უპატივცემულობაში დებენ ბრალს. “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს ერთი მეორეს მიყოლებით ადანაშაულბდნენ სახელმწიფოს მეთაურს გერბის შეურაცხყოფაში. თუმცა უფრო შორს წავიდა პრემიერ მინისტრი, რომელმაც პრეზიდენტთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების დეტალების საჯაროდ გამოტანა გადაწყვიტა.
რას უკავშირდება მასირებული შეტევა სალომე ზურაბიშვილზე. მაღალი რეიტინგი ქვეყნის შიგნით და მაღალი ნდობის ხარისხი დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ფაქტია, რომ იზოლაციაში მოქცეულ ქართულ ოცნებას პრეზიდენტის გავლენების ეშინია, ამიტომ ახლა ყველა მეთოდით ცდილობს ზურაბიშვილის დისკრედიტაციას. ოცნების ახალი კამპანია ზურაბიშვილის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ყირიმის სამიტზე ზელენსკიმ არა პრემიერი, არამედ პრეზიდენტი დაპატიჟა.