საარჩევნო ტექნოლოგიების სკანდალი - რატომ გაფორმდა ხელშეკრულება სმარტმარტიკთან?
კომპანია, რომლიდანაც გადამწყვეტი არჩევნების ჩასატრებლად შესაბამისი ტექნოლოგიები შევიძინეთ დიდ სკანდალშია გახვეული. რატომ გაფორმდა სმარტმარტიკთან ხელშეკრულება და არსებობდა თუ არა სხვა ალტერნატივა. ცესკოში ამბობენ, რომ შტატებში უმძიმესი მუხლებით დაწყებული გამოძიება კომპანიის პრეზიდენტისა და ვიცე პრიდენტის წინააღმდეგ ქართულ არჩევნებზე არ აისახება.
რისკები ხმების დასაცავად ოპოზიციას დაზღვეული აქვს, მაგრამ არსებობს კითხვა- ხომ არ არსებობდა შესაძლო კორუფციული გარიგება ამ კომპანიის შერჩევისას? თუ შტატების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, სმარტმატიკის ხელმძღვანელობამ მომსახურეობის ყიდვის მიზნით, ფილიპინების მთავრობას ქრთამი გადაუხადა, რა გარანტია არსებობს, რომ იგივე არ მოხდა საქართველოში.