“რუსულ ორბიტაზე დგას “ოცნება“, რომელსაც უკავშირებდა ომი, ნგრევა, ტერორიზმი“ - ირაკლი კუპრაძე

20.08.24 21:20
“რუსულ ორბიტაზე დგას “ოცნება“, რომელსაც უკავშირებდა ომი, ნგრევა, ტერორიზმი“ - ირაკლი კუპრაძე

რუსულ ორბიტაზე დგას ქართული ოცნება და ივანიშვილი, რომელსაც უკავშირებდა, ომი, ნგრევა, ტერორიზმი. ჩვენ კი ვდგავართ ევროკავშირის მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც, 50 წლის განმავლობაში, სამხედრო კონფლიქტი არ ყოფილა და აქ გვინდა ქვეყნის შეყვანა, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ “ტვ პირველის “ ეთერში განაცხდა და აღნიშნა, რომ ქვეყანა რჩევანის შინაშედგას - ან რუსეთი ან ევროკავშირი. 

კუპრაძე მიიჩნევს, რომ კოლაცია “ძლიერი საქართველოს“ შექმნით, რეალური ცვლილებების შესაძლებლობა და შანსი გაუჩნდა მოსახლეობას.

ოცნებას ყოველთვის ჰქონდა ტოტალური პოლარიზება მოეხდინა ქართულ პოლიტიკუ რ ველზე, რადგან მას მხოლოდ ერთი ოპოზიცური ოპონენტი, რომელსაც რაღაცებს წამოაძახებს. თუ საქართველოს მოსახლეობის სრულ უმრავლეობას უნდა კოალიციური მმართველობა, ევროკავშირში გაწევრიანება, რასთანაც სრულ კონფლიქტში მოდის “ოცნება“, უნდა შევიკრიბოთ. ერთი წელია ვშრომობთ და შუა შევკრიბეთ, რეალური ცვლილებების შესაძლებლობა და შანსი გავუჩინეთ მოსახლოებას. “ძლიერი საქართველოს“ პლატფორმის ქვეშ გაერთიანდა ის პოლიტიკური პარტიები თუ ხალხი, რომელმაც ჩათვალეს რომ სწორედ ახლა გარდამტეხი მომენტია“,- განაცხადა კუპრაძემ.

კუპრაძის მტკიცებით, მათი კონკურენტები მხოლოდ “ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილია და ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონკურენციაში არ შევლენ.

ჩვენი კოალიცია ერთადერთია, რომელმაც წარადგინა საარჩევნო პროგრამა და აქვს გეგმა. ერთია, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, საჭიროა კონკრეტული ხედვა, როგორ შეიცვლება გაჭირვებული ადამიანების ხედვა“,- დასძინა მან.