"განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნები" - თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენებს - ჯერი კონოლს და გრეგორი მიქსს შეხვდნენ.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე მხარეებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები განიხილეს.
გრძელდება შეხვედრები დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში კონგრესმენებთან და სენატორებთან, მათ შორის შევხვდით კონგრესმენ კონოლი და მიქსთან. კონგრესმენი კონოლი არის საქართველო ამერიკის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში. ვისაუბრეთ 26 ოქტომბრის არჩევნების და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით, 19-22 აგვისტოს, აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფებიან.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.