"პოლიტიკაში ქალთა გაძლიერება უმნიშვნელოვანესი საკითხია" - თინა ბოკუჩავა NDI-ის პრეზიდენტის მოწვევით ქალთა ფორუმს დაესწრო

21.08.24 10:44
"პოლიტიკაში ქალთა გაძლიერება უმნიშვნელოვანესი საკითხია" - თინა ბოკუჩავა NDI-ის პრეზიდენტის მოწვევით ქალთა ფორუმს დაესწრო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, NDI-ის პრეზიდენტის, თამარა ვიტესის მოწვევით, ქალთა ფორუმს დაესწრო.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა გაძლიერება უმნიშვნელოვანესი საკითხია.

NDI-ის პრეზიდენტის, თამარა ვიტესის მოწვევით, დემოკრატიული პარტიის კონგრესის ფარგლებში ვიმყოფებოდი ქალთა ფორუმზე, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ქალი ლიდერები ამერიკიდან ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩემთვის პოლიტიკაში ქალთა გაძლიერება, ისევე როგორც ეკონომიკაში არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ეს არის ჩემი პრიორიტეტი და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ღონისძიებაზე დასწრება, სადაც მაქვს შესაძლებლობა, რომ გავუზიარო და გამიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება ქალების როლის გაძლიერებისათვის პოლიტიკაში და ეკონომიკაში.“ -  განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით, 19-22 აგვისტოს, აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფებიან.