"ოცნების" მუქარით გახარებული რუსეთი - პროპაგანდისტული მედიები ივანიშვილის გუნდის პოლიტსაბჭოს განცხადებებს ციტირებს
"ოცნების" მუქარით გახარებული რუსეთი - კრემლის პროპაგანდისტულ მედიას ივანიშვილის გუნდის პოლიტსაბჭოს განცხადებებიდან ციტატები მოჰყავს.
მოსკოვში საქართველოს მმართველი პარტიის იდეა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, განსაკუთრებით მოსწონთ.
რუსული პრესა საქართველოს შესახებ სტატიებით არის აჭრელებული და წერენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოპოზიციის ნაწილს არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს და აგვისტოს ომის შესახებ გამოძიებას დაიწყებს.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება 20 აგვისტოს გაავრცელა. არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".