პუტინმა მოქალაქეები საკუთარი ავტორიტარიზმის ტყვედ აქცია და ივანიშვილსაც იგივე სურს - კუპრაძე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი კუპრაძეს არ უკვირს, რომ "ქართული ოცნება" სამართლებრივი რეპრესიებით იმუქრება და აცხადებს, რომ "ეს ფილმი რუსეთში უკვე ნანახია".
ირაკლი კუპრაძე პარალელს რუსეთთან ავლებს და ამბობს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოში პუტინმა საკუთარი მოქალაქეები ტყვედ აქცია და ივანიშვილსაც საქართველოში სწორედ ამ მიზნის განხორციელება სურს.
ის, რაზეც ახლა ივანიშვილი და "ოცნება" აპელირებს, რომ ამ ქვეყნიდან გაქრობს ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, კრიტიკულ ტელევიებს, ეს ფილმი ნანახია უკვე რუსეთში, როდესაც რუსული კანონის მიღების, ძალადობის, აკრძალვების შემდეგ პუტინმა დაიქვემდებარა მთელი სახელმწიფო და რუსეთის მოქალაქეები აქვია ტყვედ საკუთარი ავტორიტარიზმის და დიქტატურის. საქართველოში უნდა ივანიშვილს ამის გამოერება, რისი შესაძლებლობაც მოქალაქეებმა არ უნდა მისცენ და მათ ხელშია ძალაუფლება", - ამბობს კუპრაძე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება 20 აგვისტოს გაავრცელა. არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".