ბეჟაშვილი: "პროკურატურა, სასამართლო და სპეცსამსახურები, ემსახურებიან ივანიშვილის პარტიის შენარჩუნებას, ამიტომ იმედი, რომ ეფექტური გამოძიება წარიმართება არ გვაქვს

21.08.24 12:46
ბეჟაშვილი: "პროკურატურა, სასამართლო და  სპეცსამსახურები, ემსახურებიან ივანიშვილის პარტიის შენარჩუნებას, ამიტომ იმედი, რომ ეფექტური გამოძიება წარიმართება არ გვაქვს

"პროკურატურა, სასამართლო და  სპეცსამსახურები, ემსახურებიან ივანიშვილის პარტიის შენარჩუნებას,ამიტომ იმედი, რომ ეფექტური გამოძიება წარიმართება არ გვაქვს. ჩვენ 26 ოქტომბერს ეს უსამართლო რეალობა უნდა შევცვალოთ და ქვეყანა დავუბრუნოთ ხალხს", - ასე უპასუხა "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტია "საქართველოსთვის" წევრ ნათია მეზვრიშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ შეკითხვას.

ბეჟაშვილის თქმით, ,,საქართველოში დღეს არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუცია , რომელიც არ არის გავლენის ქვეშ.

,,საქართველოში დღეს არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუცია , რომელიც  არ არის გავლენის  ქვეშ, ქართული ოცნების,  მმართველი პარტიის მხრიდან და არ ჰქონდეს მიტაცებული შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუცია მმართველ პარტიას , ამიტომ, იქნება ეს, პროკურატურა, სასამართო, სპეცსამსახურები და ა.შ, ეს უწყებები  ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ ერთს,ივანიშვილის პარტიის შენარჩუნებას,ამიტომ, რეალური იმედი, რომ ეფექტური გამოძიება წარიმართება ბუნებრივია არ გვაქვს. ჩვენ 26 ოქტომბრს ეს უსამართლო რეალობა უნდა შევცვალოთ და ეს ქვეყანა დავუბრუნოთ ხალხს . დღეს  სახელმწიფო მიტაცებული აქვს ივანიშვილის პარტიას, 26 ოქტომბერს, რეალურად ხალხს უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, პროკურატურაში ნათია მეზვრიშვილის დაბარებასთან დაკავშირებით.

პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს მას შემდეგ, რაც მან შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალადობისკენ მოწოდებად მიიჩნია და პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მეზვრიშვილი ამბობს, რომ თითოეული განცხადება ფაქტებსა და მტკიცებულებებს ეფუძნება და იმედი აქვს, რომ გამოძიება დაწყებული დახვდება.