როგორც რუსულ კანონს არ ჰქონდა მხარდაჭერა, ასევე მის აღმასრულებლად დანიშნულებსაც არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია - ბეჟაშვილი
"როგორც რუსულ კანონს არ ჰქონდა მხარდაჭერა და ნდობა, ასევე მის აღმასრულებლად დანიშნულებსაც არავითარი ლეგიტიმაცია და ნდობა არ გააჩნიათ" - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი "ოცნების" მიერ ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის შექმნას.
ბეჟაშვილის თქმით, "ოცნებას" აქვს ერთი მიზანი, რომ რუსული კანონის გამოყენებით განსხვავებული აზრი ჩაახშოს და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს.
როცა საუბარია ყველაზე მნიშვნელოვან კანონზე და მისი აღსრულების მექანიზმებზე, ასეთი უწყების ხელმძღვანელ პირებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა უნდა ჰქნდეთ. მაგრამ ისევე, როგორც ამ კანონის მიღებას არ ჰქონდა არანაირი საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა, ასევე იმ პირებს, ვინც არიან დანიშნულები, არა აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია და ნდბა, თუნდაც უკანონო კანონის აღსრულების კუთხით. ამ ხელისუფლებას აქვს ერთი მიზანი - "რუსული კანონის" გამოყენებით ჩაახშოს განსხვავებული აზრი და მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი შექმნა, რომელსაც სწორედ რუსული კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა ევალება. დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს.