ფარცხალაძის მეგობარი კურსკში - რა მიზნით ჩავიდა მამუკა ფიფია საომარი მოქმედებების ადგილას?
ფარცხალაძის მეგობარი და რუსულ ელიტასთან დაახლოებული პირი და ბიზნესმენი მამუკა ფიფია კურსკში ჩავიდა. პრორუსი პოლიტიკოსი ახლა იმ ქალაქშია, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები იბრძვიან და წინ მიიწევს. თუმცა ფიფია კურსკში არა უკრიანის ან ქართველი მებრძოლების მხარდასაჭერად არამედ, რუსეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად ჩავიდა.
კადრები მან თავად გავრცელა, სადაც ყვება, რომ რუსები ეხმარებოდნენ ქართველებს, ამიტომ ახლა დროა, თავად დაუდგეს რუსეთს გვერდში.
ჩვენ კურსკში ვართ, მიუხედავად იმისა რომ რამდენჯერმე გამოაცხადეს საჰაერო განგაში, ჩვენ ვმუშაობთ. მე პირადად გადმოვტვირთე ორი მანქანა. ჰუმანიტარული დახმარება ჩამოვიტანეთ.
ჩვენ საქართველოდან ვართ. როდესაც 90-იანებში გაჭირვება გვქონდა, რუსეთმა შეგვიფარა და ვთვლი, რომ ჩვენ რუსი ხალხის გვერდით უნდა ვიდგეთ. რა თქმა უნდა , პარტიის დავალებით ვარ აქ. ახლა ჩვენ არ უნდა მივატოვოთ რუსეთი გასაჭირში. ეს არის პირადიც და პარტიულიც, არ ვიცი რას ფიქრობენ ამ საკითხზე საქართველოს მთავრობაში, ჩვენ მუდამ რუსეთთან ვიქნებით. ჩვენ პრეზიდენტ პუტინის კურსს ვუჭერთ მხარს. გულით და სულით ვაკეთებთ ამას. მდგომარეობა- რაც ახლა ხდება, მთელი დღეა ვხედავ, როგორ მოდის და მოდის დახმარება.გავესაუბრე აქაურებს . ვფიქრობ, ხალხი გრძნობს მხარდაჭერას. ხალხი საუბრობს, რომ მთელი ქვეყნიდან მოდის დახმარება და საქართველოდანაც კი", - ამბობს ფიფია.
"წარმოუდგენელი ღალატი" - ასე აფასებს საქართველოს ოპოზიცია, ფიფიას მიერ რუსეთისთვის სოლიდარობის გამოცხადებას.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია, შენი ქვეყანა ოკუპირებული იყოს რუსეთის მიერ და რუსეთს უცხადებდე საოკუპაციო მოქმედებებში სოლიდარობას.
მათი მხრიდან საუბარი ქართველი ხალხის სახელით, არის წარმოუდგენელი ღალატი, რაც არ შეესაბამება, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. ის, რომ პუტინი ათწლეულების განმავლობაშ მუშაობს ამ ქვეყანაში, რომ პრორუსულ რელსებზე გადაიყვანოს ეს ქვეყანა, მისი მაქსიმალური შედეგი არის 3 %, რომელიც ვერ ცდება ფულით ნაყიდ მოქალაქეებს. წარმოუდგენელია, შენი ქვეყანა იყოს ოკუპირებული რუსეთის მიერ და რუსეთს უცხადებდე საოკუპაციო მოქმედებებში სოლიდარობას", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
არსებობს ეჭვი, რომ ფიფიას პარტია, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელთან არის დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ფიფია იყოს ის პირი, რომელიც პუტინს ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თხოვნით მიმართავდა..