კოალიციამ "ცვლილებისთვის" ლანჩხუთში ოფისი გახსნა
პოლიტიკური გაერთიანება კოალიცია "ცვლილებისთვის" - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ლანჩხუთის ოფისი გაიხსნა.
ლანჩხუთში ჩასულმა ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთანაც.
როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, ლანჩხუთში იგრძნობა, რომ ხალხისგან არის დაცლილი, სიღარიბეა, "ეს უნდა შეიცვალოს 26 ოქტომბერს და სახელმწიფო ხალხს დაუბრუნდეს".
ქალაქში იგრძნობა, რომ ხალხისგან არის დაცლილი, სიღარიბეა. ეს არის ტრაგედია, რომელიც უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს და სახელმწიფო ხალხს უნდა დაუბრუნდეს. რეგიონს არ უნდა ჰყავდეს ფეოდალები, რომლებიც მდიდრდებიან, ლანჩხუთელებს კი აქვთ ნაკლები სარგებელი. თავად ადგილობრივი ლანჩხუთელი უნდა წყვეტდეს მისი ქალაქის პრობლემას. ჩვენ ვართ კოალიცია 4 ნომრით, რომელიც თქვენთან ერთად შეძლებს გადაჭრას პრობლემები და ერთად დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ევროკავშირი, რომელიც ნიშნავს მშვიდობას, სიკეთესა და თითოეული კუთხის ეკონომიკურ განვითარებას”. - განაცხადა მელიამ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.