ივანიშვილი ერთი რამითაა დაკავებული, დაუმტკიცოს საკუთარი ერთგულება პუტინის რეჟიმს- სამადაშვილი

21.08.24 15:21
ივანიშვილი ერთი რამითაა დაკავებული, დაუმტკიცოს საკუთარი ერთგულება პუტინის რეჟიმს- სამადაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს, რუსეთისთვის გზავნილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ “ივანიშვილს უნდა, საკუთარი ერთგულება დაუმტკიცოს ვლადიმერ პუტინს.“

სამადაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემდეგ, საქართველო უარს იტყვის ევროატლანტიკურ მომავალზე და სწორედ ამიტომ უკრავს ტაშს ამ განცხადებაზე რუსული მედია.

ბიძინა ივანიშვილი დღეს ერთი რამით არის დაკავებული, დაუმტკიცოს საკუთარი ერთგულება ვლადიმერ პუტინის რეჟიმს. განცხადება, რომ ხელისუფლებაში დარჩენის შემდეგ, ფაქტობრივად , სამუდამოდ გაუქმდება სქართველოს ევროპული მომავალი, რადგან პოლიტსაბჭოს განცხადებები ამას გულისხმობს, ეს არის რუსეთისთვის გზავნილი, რომ საქარტველო უარს იტყვის ევროატლანტიკურ მომავალზე, ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემდეგ და ამიტომაა, რომ ტაშს უკრავს ამ განცხადებას დრეს რუსული მედია“,  - აცხადებს სამადაშვილი.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება 20 აგვისტოს გაავრცელა. არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".