“ეს მხოლოდ ერთს ისახავს მიზნად, დააპირისპირონ საზოგადოება“ - ბეჟაშვილი “ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნების“ წინასაარჩევნო განცხადებები ამომრჩევლებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას ემსახურება და მათი მიზანია, “ამ დაპირისპირების და ღვარძლის ფონზე, აკრიფონ ხმები.“
ბეჟაშვილი ამბობს, რომ რეალურად საზოგადოებას და ხალხს ბევრი სხვა რამე აწუხებს.
ქართული ოცნებისგან“ ყოველი არჩევნების წინ ვისმენთ, რომ გაასამართლებენ “ნაციონალურ მოძრაობას“, ჩამოაშორებენ პოლიტიკიდან, გააქრობენ რადარებიდან, ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთს ისახავს მიზნად, დააპირისპირონ საზოგადოება და მოაბილიზონ მხოლოდ და მხოლოდ თავისი ამომრჩევლები, და ამ დაპირისპირების და ღვარძლის ფონზე, აკრიფონ ხმები. თუმცა, რეალურად საზოგადოებას, ხალხს სხვა რამე აწუხებს“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება 20 აგვისტოს გაავრცელა. არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".