საჯარო რეესტრი თვეზე მეტია, პარტიის თავმჯდომარედ რეგისტრაციაზე უარს მეუბნება - ელისაშვილი წინასაარჩევნო რეპრესიებზე საუბრობს
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საჯარო რეესტრი მისი პარტიის თავმჯდომარედ დარეგისტრირებას აჭიანურებს.
ელისაშვილის ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრი ოპოზიციონერს თვეზე მეტია უარს ეუბნება რეგისტრაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია დისფუნქციურია, ვერ ახერხებს საარჩევნო რეგისტრაციას და ვერ ახერხებს კომისიის წევრების დანიშვნას.
თავად ოპოზიციონერი ლიდერი ამ ყველაფერს წინასაარჩევნო რეპრესიებს უკავშირებს.
ადრე, წინასაარჩევნოდ, მმართველი პარტია გვატყუებდა მაინც რაღაც დაპირებებს, რომ ჯიბეზე ვიგრძნობდით კეთილდღეობას, აბა გავიხსენოთ, ვინ რას ვგრძნობთ. 5 მილიონი თითო სოფელს ექნებოდა, გაზი, წყალი, ბენზინი უფასო იქნებოდა, უფასო ფული იქნებოდა, ევროპას გავაოცებდით დემოკრატიით და ახლა, ამასაც კი არ გვატყუებს "ოცნება" და პირდაპირ გვიანონსებს რეპრესიებსდ ა გვეუბნება, რომ არჩევნების მერე ყველა პარტიას გააუქმებს და ოპოზიციონერებს ყველას დაიჭერენ, მაგრამ აქაც იტყუება "ქართული ოცნება", რეპრესიები უკვე არის დაწყებული. მას შემდეგ, რაც პარტია "მოქალაქეებმა" ვთქვით, რომ ჩვენ ვუერთდებით კოალიცია "ძლიერ საქართველოს" და დაინახაეს, რომ ეს კოალიცია მართლაც ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივაა, დაიწყო რეპრესიები ჩვენი აპრტიის წინააღმდეგ, ამ რეპრესიებში ჩართულუია საჯარო რეესტრი, სადაც ახლა ვდგავარ.
საჯარო რეესტრი აბსოლუტურად უკანონო და უარგუმენტოდ აჭიანურებს ძალიან ელემენტარულ იურიდიულ პროცედურებს, რისი თხოვნაც შევიტანეთ საჯარო რეესტრში. სრულიად უკანონოდ აჩერებს და ეს არის წინასაარჩევნო რეპრესიები", - ამბობს ელისაშვილი.