“ეს არის ისტერიკა, ასეთ განცხადებებს წინასაარჩევნოდ მრავლად ვიხილავთ“ - ნათია მეზვრიშვილი
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის მტკიცებით, “ოცნებას“ ისტერიკა აქვს და ასეთ განცხადებებს წინასაარჩევნოდ მრავალად ვიხილავთ.“
მეზვრიშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდს ელექტორალური მხარდაჭერა აქვს ძალიან დაბალი, ისტორიულ მინიმუმზე.
ეს არის ისტერიკა, ასეთ განცხადებებს წინასაარჩევნოდ მრავლად ვიხილავთ. “ოცნებას“ ელექტორალური მხარდაჭერა აქვს ძალიან დაბალი, ისტორიულ მინიმუმზე. მათ თუ უნდოდათ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება და დასრულება, ამისთვის 12 წელი ჰქონდათ. ისინი ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში“, - აცხადებს მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება 20 აგვისტოს გაავრცელა. არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".