"ოცნების" რუსული სცენარი - მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს
"ქართული ოცნების" რუსული სცენარი - მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს. სააკაშვილის პარტიის აკრძალვა და აგვისტოს ომის გამოძიება უკვე მეორე დღეა რუსული მედიის მთავარი თემაა. "ოცნების" მიერ დაანონსებული შურისძიება კი ზუსტად იმ გეგმის ნაწილია, რაც პუტინის რეჟიმს დიდი ხანია გაცხადებული აქვს. ახლა ამ გეგმის სისრულეში მოყვანის დრო დადგა და ამ პროცესში ივანიშვილის მთავრობა კრემლის მთავარი მოკავშირეა.
რას ემსახურება "ოცნების" მიერ დაანონსებული რეპრესიები. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება ამ გზავნილით საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს. ქუდზე კაცი - სწორედ ეს მოწოდებები ისმის ბოლო დღეებია ხელისუფლებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების წინ მმართველ პარტიაში სერიოზული შიშებია და არა საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვებაც პრობლემაა. ამიტომ ხელისუფლებამ მხარდამჭერების სრული მობილიზაცია გამოაცხადა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.