ნადირობის სეზონი ოკუპირებულ აფხაზეთში - ბოლო ოთხ დღეში დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე

21.08.24 20:22
ნადირობის სეზონი ოკუპირებულ აფხაზეთში -  ბოლო ოთხ დღეში დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე

ნადირობის სეზონი ოკუპირებულ აფხაზეთში გახსნილია - ბოლო ოთხ დღეში დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე. დე ფაქტო მთავრობამ სამივე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა და ახლა მთელი საოკუპაციო რეჟიმი მათ  გაშავებას ცდილობს. უვრცელებენ კადრებს, სადაც ასაფეთქებელი საშუალებები ჩანს და ამტკიცებენ, რომ ამ მოწყობილობებთან ერთად ძმები სახლში ქრთამის სახით მიღებულ ფულსაც ინახავდნენ. დასტურად კი ვიდეო მასალაში ერთ დოლარიანები ჩანს.

მარიონეტული რეჟიმის ეს სცენარი კონფლიქტოლგებმა მარტივად გაშიფრეს. გამოცხადებული ნადირობის სეზონი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ყველას უჩენს ეჭვს, რომ დე ფაქტო მთავრობა წინასაარჩევნოდ ე.წ. საზღვრის ჩასაკეტად ემზადება. ამ დროს კი "ქართული ოცნება"  რეჟიმის ბრალდებებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ისე იღებს, რომ კითხვებსაც არ სვამს. დეპუტატ ბექა ოდიშარიას დღევანდელი განცხადება პრეზიდენტმა უკვე შეაფასა როგორც სამარცხვინო და ოლიგარქის რეჟიმის წარმომადგენელი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაში დაადანაშაულა.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.