ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას" დასრულებით ემუქრება
ირაკლი კობახიძე "ერთიანულ ნაციონალურ მოძრაობას" დასრულებით ემუქრება - საქართველოს პრემიერი აანონსებს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ, წინა ხელისუფლებას ომის დანაშაულების გამო გაასამართლებენ.
რუსული კანონის მიმღები პრემიერი ირწმუნება, რომ 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე "გარყვნილების პროპაგანდა" დასრულდება და "საქართველოს ნათელი ევროპული მომავალი" გაიმარჯვებს.
არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე! „ნაცმოძრაობის“ გასამართლება 2008 წლის დანაშაულისა და სხვა მრავალრიცხოვანი სისტემური დანაშაულებისთვის, ამ პოლიტიკური ძალის ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა, ყალბი ფასეულობები, ომი და რეგრესი და საქართველომ შეუფერხებლად განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით.
26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, სადაც აუცილებლად დამარცხდება აგენტურა და გაიმარჯვებს დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული ხელისუფლება, დამარცხდება ომი და გაიმარჯვებს მშვიდობა, დამარცხდება გარყვნილების პროპაგანდა და გაიმარჯვებს ქრისტიანული ფასეულობები, დამარცხდება ბნელი წარსული და გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი!
26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, - განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.