უსამშობლო ძალები ცეცხლზე ნავთს ასხამენ - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ “მაშინ, როდესაც ცეცხლის ალში გაეხვია ლამის ნახევარი სამყარო, მათ არ დაუშვეს ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა.“
პაპუაშვილის მტკიცებით, საფრთხეები არსად გამქრალა და უსამშობლო ძალები ცეცხლზე ნავთს ასხამენ.
ამ ადგილმა ყველაზე კარგად იცის, თუ რამდენად რთულ და საფრთხეებით სავსე რეგიონში ვცხოვრობთ. თუმცა, ზუსტად ამ მდებარეობამ გამობრძმედდა და ჩვენი ხალხის გენეტიკურ მეხსიერებაში ჩაბეჭდა ქარტეხილებთან ბრძნულად გამკლავების უნარი. დღესაც, ისტორია მეორდება. დღესაც გვიწევს, რომ მტკიცედ, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიცვათ საქართველოს, ჩვენი ხალხის ინტერესები. და ეს მაშინ, როდესაც ცეცხლის ალში გაეხვია ლამის ნახევარი სამყარო. ეს მაშინ, როდესაც უსამშობლო ძალები ცეცხლზე ნავთს ასხამენ, და სარგებლის მიღების მიზნით საკუთარი ხელით არყევენ საკუთარ ქვეყანას.
ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგგამაგრებულები მტკიცედ დავდექით, ერთგული დავრჩით ჩვენი ქვეყნის ინტერესების და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა. თუმცა, საფრთხეები არსად გამქრალა. ამიტომ, ამ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს მშვიდობიან მომავლის ხედვას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.