რატომ არის პრინციპული 2024 წლის არჩევნები? - კობახიძის კომენტარი

21.08.24 21:43
რატომ არის პრინციპული 2024 წლის არჩევნები? - კობახიძის კომენტარი

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნები პრინციპული მნიშვნელობისაა, თუ რატომ, ამის მიზეზად ქვეყნის პრემიერი ქვეყნიდან "ნაციონალური მოძღაობის" მოშორებას ასახელებს.

ჩვენი პრინციპული ამოცანა ამ არჩევნებზე არის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ამ ქვეყანას სენი, რასაც ჰქვია კოლექტიური "ნაცმოძრაობა". სწორედ ამიტომ არის ეს არჩევნები პრინციპული. ჩვენი ამბიცია არის ბევრად უფრო მაღალი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო უბრალოდ არჩევნების მოგება. ჩვენი ამბიცია არის, რომ გვინდა ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღევანდელი მოცემულობით, ჩვენი მაჩვენებელი არის დაახლოებით 60%. რაც შეეხება რაში გვჭირდება საკონსტიტუციო უმრვალესობა, ეს მიზეზები განიმარტა ჩვენი მხრიდან", - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ორჯერ ჰქონდა, რატომ არ გასამართლდა მაშინ "ნაციონალური მოძრაობა?" - კობახიძე ამბობს, რომ მაშინ სხვა მოცემულობა იყო.

მაშინ იყო განსხვავებული მოცემულობა, მათ შორის მაშინ იყო რთული ომის საკითხის გამოძიება იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში. დღეს ეს მოცემულობა ბევრის გათვალისწინებით არის შეცვლილი", - განაცხადა კობახიძემ.