რეიტინგი გვაქვს 60 %, ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა - კობახიძე
ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძე ირწმუნება, რომ დღის მონაცემებით "ოცნების" რეიტინგი 60%-ია.
„ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. სწორედ, ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ გადაიჭრას გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ეროვნული საკითხები. მათ შორის, იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, იმისთვის, რომ გასამართლდეს არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალა - „ნაცმოძრაობა“. ამისთვის გვჭირდება ჩვენ ქუდზე კაცი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
"შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია"