ხაზარაძე: მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა სცენაზე, რომელიც დაწერილ ტექსტსაც კი ვერ კითხულობს და ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმიდან ესაუბრება ხალხს
მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა სცენაზე, რომელიც დაწერილ ტექსტსაც კი ვერ კითხულობს და ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმიდან ესაუბრება ხალხს - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის დღევანდელ გამოსვლას მცხეთაში.
ხაზარაძე ეთანხმება ივანიშვილს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად რეფერენდუმია , ოღონდ "რუსული ხალხის ხელისუფლებიდან გაშვების".
ვეთანხმები ბიძინას, ნამდვილად რეფერენდუმია ეს არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას სიღატაკეს, ემიგრაციას, სამარცხვინო პენსიებს, ბავშვთა შიმშილს, უმუშევრობას, ნეპოტიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, რუსეთის ხელისუფლებას! - რუსეთის, სადაც ასე გულამოვარდნილი მიგვაქანებს ბიძინა თავისი რუსული ოცნებით.
დიახ, უარი უნდა ვთქვათ ყველაფერ ამაზე და გავერთიანდეთ იმ თავისუფალ სამყაროსთან, რომელსაც ქართველი ერი ისტორიულად მიეკუთვნება. იქ, სადაც ნამდვილად იქნება დაცული ჩვენი უსაფრთხოება, აწმყოც და მომავალიც. სადაც ყველას გავაცნობთ ვინ ვართ და რანი ვართ სინამდვილეში, თუ რამხელა კონტრიბუცია შეუძლია ჩვენს ერს მსოფლიო თანამეგობრობაში.
ევროპაა ჩვენი არჩევანი და არა ოკუპანტი რუსეთი, რომელმაც ძმები და დები დაგვიხოცა და ტერიტორიები მიითვისა! მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა სცენაზე, რომელიც დაწერილ ტექსტსაც კი ვერ კითხულობს და ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმიდან ესაუბრება ხალხს. ასეთი სამარცხვინო და კაპიტულანტური ხელისუფალი არასდროს ჰყოლია ჩვენს ქვეყანას!26 ოქტომბერი ქართველი
ხალხის გამარჯვების დღეა, სადაც რუსულ ხელისუფლებას გავუშვებთ იქ, სადაც მათ ელოდებიან, თავიანთ პატრონებთან!ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა!
ძლიერია საქართველო!", - წერს მამუკა ხაზარაძე.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
"შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია"