თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში "მაიკროსოფტის" წარმომადგენელს შეხვდნენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებენ.
მათივე ცნობით, კონგრესის ფარგლებში, პარტიის თავმჯდომარე და გიორგი ვაშაძე "მაიკროსოფტის" წარმომადგენელს შეხვდნენ.
დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება. მაგალითად, დღეს ილინოისის და ვისკონსინის გუბერნატორების მოწვევით, დემოკრატიული პარტიის ყველაზე მსხვილ დონორებთან შეხვედრა შედგა. გვქონდა შესაძლებლობა ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენელთან გვესაუბრა, როგორიც არის „მაიკროსოფტი“. საქართველო-ამერიკის ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, რაც დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოხდება, ჩვენ ასევე უნდა შევძლოთ, მსხვილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში მოვიზიდოთ. ეს განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესოა ამერიკული კომპანიისათვის მას შემდეგ, რაც მათ დატოვეს რუსეთის სანქცირებული ბაზარი. საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული პოზიცია, უნიკალური შესაძლებლობები იმისთვის, რომ ეს ინვესტიციები მოვიზიდოთ, რაც შექმნის უამრავ მაღალანაზღაურებად ღირსეულ სამუშაო ადგილებს საქართველოს მოქალაქეებისათვის. ასე რომ, პოლიტიკურ ნაწილთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ეს ვიზიტი ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
"შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია"