მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული აქტივების გაყინვას უპასუხებს - რუსეთის საგარეო
რუსული მედია, "რია ნოვოსტი" რუსეთის საგაერო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ "მოსკოვი დასავლეთის მიერ მისი აქტივების გაყინვას უპასუხებს".
რუსული პროპაგანდისტული გამოცემა წერს, რომ "რუსეთს აქვს საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური არსენალი მათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის ოქროსა და სავალუტო რეზერვებისთვის ხელის დადებას შეეცდება".
ამასთან, უწყება ირწმუნება, რომ რაც უფრო შორს წავა ევროკავშირი "არალეგიტიმური ანტირუსული სანქციების გაფართოების გზაზე", მით უფრო დამღუპველი შედეგები მოჰყვება.
რაც ნამდვილად სამუდამოდ დაიკარგება არის ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების რეპუტაცია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იქმნიდნენ სანდო ოპერატორების იმიჯს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.
საპასუხო ზომები, რა თქმა უნდა, მოჰყვება. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯების საკმარისი არსენალი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს ხელი დაადოს რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვებს“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
"შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია"