"ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" განმარტოებული ივანიშვილი - რითი ხსნის თალაკვაძე ოლიგარქის იზოლირებას
"ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" განმარტოებული ივანიშვილი - "ოცნების" დეპუტატი არჩილ თლაკვაძე ოლიგარქის იზოლირებას უსაფრთხოების ზომებით ხსნის.
მისი თქმით, უამრავი მუქარა გაისმა მსოფლიო მასშტაბით, ამიტომ აუცილებელი იყო გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების მიღება.
რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები დღეს, ამ დროში, როდესაც არაერთი მუქარა გაისმა, როდესაც არაერთი თავდასხმა ვიხილეთ მაღალი დონის პოლიტიკურ ლიდერებზე მსოფლიო მასშტაბით , რათქმა უნდა ეს გონივრულია და ამაში დასაზრახი არაფერი არაა", - ამბობს თალაკვაძე.
კითხვაზე, ვინ დააყენა მინის ტრიბუნა ივანიშვილისთვის სცენაზე და იყო თუ არა ეს სუს-ის ბრძანება, თალაკვაძე ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
არვიცი ვინ დააყენა, ტექნიკურად ვინც არის პასუხისმგებელი იმან დააყენა. შეგიძლიათ, დაცვის სამსახურს ჰკითხოთ", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა - მცხეთაში "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე "პირველების" ყურადღება სცენაზე დამონტაჟებულმა ორმა ტრიბუნამ მიიქცია.
ერთ ტრიბუნასთან სიტყვით "ოცნების" ყველა ლიდერი გამოვიდა, მეორე ტრიბუნასთან კი, რომელიც "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" იყო მოქცეული, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა სიტყვით.
ბიძინა ივანიშვილს მისივე თანაგუნდელებთან და ხალხთან დაჯავშნილი მინები ჰყოფდა. 2012 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხთან შეხვედრის დროს ივანიშვილმა "ტყვიაგაუმტარი აკვარიუმი" გამოიყენა.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
"შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია"