გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი - ნადირაძე
"ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას" - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძის თქმით, 206 ოქტომბერს საქართველო უნდა გაერთიანდეს და ერთიანობით ბიძინა ივანიშვილის მოღალატე ხელისუფლება დაამარცხოს.
მცხეთაში, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნის დროს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით ირაკლი ნადირაძემ განაცხადა: "ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც საკუთარ თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთანაც კი ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას. ვნახეთ ისიც, რომ ოლიგარქ ივანიშვილს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე: გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, გაზრდილ ფასებსა თუ დაბალ შემოსავლებზე, რის გამოც ადამიანები, მათ შორის ბავშვები შიმშილობენ ამ ქვეყანაში. არ გახსენებია ჩვენი ახალგაზრდები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები თუ ამ ქვეყნის ის ასი ათასობით მოქალაქე, რომელთაც გაძვირებული ცხოვრების, დაბალი შემოსავლებისა და უმუშევრობის გამო ქვეყნიდან მოუწიათ წასვლა, საკუთარი შვილებისა და ოჯახების დატოვება. სამაგიეროდ კვლავ ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" და დასავლური ოპოზიციის განადგურებაზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში, ივანაშვილის რეალური ამოცანა არა ხალხის პრობლემების მოგვარება, არამედ ოპოზიციის, თავისუფალი სიტყვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და იმიჯის ბოლომდე განადგურება იქნება. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ ყველა, რათა ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის ანტიქართული, ანტიეროვნული, მოღალატე ხელისუფლება და ქვეყანა კვლავ სწრაფი სვლით წავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ევროპული შემოსავლები და კეთილდღეობა", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
"შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია"