შუშის კოლბაში მოქცეულ ივანიშვილს წარმოუდგენელი შიშები აქვს - კუპრაძე
შუშის კოლბაში მოქცეულ ივანიშვილს წარმოუდგენელი შიშები აქვს - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე ბიძინა ივანიშვილის განცალკევებას სცენაზე.
კუპრაძის თქმით, ივანიშვილი მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, ქვეყანას ევროკავშირს აშორებს.
ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" დღეს იმყოფება მდგომარეობაში, რომელიც აჩვენებს მათ საერთო ღირებულებით სტანდარტებს. ივანიშვილი განცალკევებული სხვა ლიდერებისგან შუშის რაღაც კოლბაში მოქცეული, რომელსაც წარმოუდგენელი შიშები აქვს, ოღონდ ეს არარაციონალური შიშებია. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს მართავს ერთი ადამიანი, მხოლოდ ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით და იმ შიშებით, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, აშორებს ამ ქვეყანას ევროკავშირს და აკარგინებს იმ შესაძლებლობებს, რაც გამოხატულია ეკონომიკურ განვითარებაში, ევროინტეგრაციაში", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ივანიშვილმა მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან მიმართა - მცხეთაში "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე "პირველების" ყურადღება სცენაზე დამონტაჟებულმა ორმა ტრიბუნამ მიიქცია.
ერთ ტრიბუნასთან სიტყვით "ოცნების" ყველა ლიდერი გამოვიდა, მეორე ტრიბუნასთან კი, რომელიც "ტყვიაგაუმტარ აკვარიუმში" იყო მოქცეული, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა სიტყვით.
ბიძინა ივანიშვილს მისივე თანაგუნდელებთან და ხალხთან დაჯავშნილი მინები ჰყოფდა. 2012 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხთან შეხვედრის დროს ივანიშვილმა "ტყვიაგაუმტარი აკვარიუმი" გამოიყენა.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
"შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია"