ივანიშვილის ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაძვირდება ისედაც გაძვირებული გადასახადები - ხაბეიშვილი
"ივანიშვილის ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში კიდევ უფრო გაძვირდება ისედაც გაძვირებული გადასახადები, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა გაიმარჯვოს ხალხმა" - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, გაძვირდება სხვადასხვა სერვისის საფასური და მოსაკრებელი.
ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს მინიმუმ 5 - 7 თეთრით, გაზის გადასახადი მინიმუმ 65-70 თეთრი გახდება, საწვავის ფასი 4 ლარამდე გაიზრდება, მინიმუმ 20-30%-ით გაიზრდება პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი. გაძვირდება სხვადასხვა სერვისის საფასური და მოსაკრებელი.
26 ოქტომბერს უნდა გაიმარჯვოს ხალხმა“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია